ჯოშუა Vs. ფიური | დიდებული ბრძოლის კონტრაქტი გაფორმების ზღვარზეა!

კრივის მოყვარულებს, მძიმე წონით კატეგორიაში 2021 წელს ნამდვილი დღესასწაული ელით. ყველა გზა ბრიტანული სუპერ ბრძოლის გამართვისკენ მიდის და გულშემატკივარი 2021 წელს ენტონი ჟოშუასა და ტაისონ ფიურის დაპირისპირებას ორჯერ იხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაკეთებულა – ორივე მებრძოლის ბანაკიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანელი მებრძოლების დაპირისპირება 2021 წელს შედგება. წყაროს მტკიცებით, მხარეები კონტრაქტის გაფორმების ზღვარზე არიან.

ტაისონ ფიურის პრომოუტერმა – ბობ არუმმა, ცეცხლი კიდევ უფრო გააღვივა და აღნიშნა, რომ კონტრაქტი უახლოესი კვირების განმავლობაში გაფორმდება. არუმის მტკიცებით, მას არ სურს კონკრეტული თარიღის დასახელება, თუმცა მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა და კონტრაქტის გაფორმებას ხელს არაფერი უშლის.

“არ მსურს კონკრეტული თარიღის დასახელება, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები იდეალურად წარიმართა და კონტრაქტი მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში აუცილებლად გაფორმდება.”

“95%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა შედგება, რომელშიც 100%-იანი სიზუსტით ვიტყვი, რომ ჩემი მებრძოლი გაიმარჯვებს”, – აღნიშნა ბობ არუმმა.

ჯოშუა Vs. ფიური | დიდებული ბრძოლის კონტრაქტი გაფორმების ზღვარზეა! 1

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ენტონი ჯოშუას პრომოუტერმა – ედი ჰერნმა.

“დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობს.”

“ამ წუთას ბევრი საუბარი არ მსურს. ბრძოლისთვის ვემზადებით, ვათანხმებთ კონრაქტის პირობებსა და ბრძოლის გამართვის თარიღს. უამრავი შემოთავაზება გვაქვს, ორგანიზატორებთან და კონტრაქტორებთან ერთად განვიხილავთ ბრძოლისათვის იდეალურ პირობებს და შევთანხმდებით თარიღზე.”

“ვესაუბრებით საუდის არაბეთს, ყატარს, დუბაის, სინგაპურს, ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს”, აღნიშნა ედი ჰერნმა.

(83)

ჯოშუა Vs. ფიური | დიდებული ბრძოლის კონტრაქტი გაფორმების ზღვარზეა!

სტატიის ავტორი
-