Belive

გიგანმა მოგებით დაიწყო, გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონს ელის

4 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის. -73 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი ასპრეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ფარეს ბადავი იყო, რომელიც მან დაამარცხა და მეორე რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მაროკოელ - აჰმეტ ელ მეზიეტს შეხვდება. ხოლო -81 კგ წონით კატეგორიაში კი ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან იწყებს და მისი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი, უძლიერესი იაპონელი და 2016 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი - ტაკანორი ნაგასე იქნება.

სხვა სტატიები