Belive

კახა ცხადაძე: "ევროტურნირებზე სუსტი მეტოქე არ არსებობს"

1 წლის წინ სხვა
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ესტონეთის წარმომადგენელ "პაიდეს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენთვის უცხო გუნდია და ინფორმაციის შეგროვებას ახლა დავიწყებთ.  ევროტურნირებზე მარტივი მეტოქე არ არსებობს და არცერთი მეტოქის არასწორად შეფასება არ შეიძლება.  ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით და მატჩს სერიოზულად მოვეკიდებით, ოღონდ ეს მაშინ, როცა ამის დრო მოვა, თუმცა იქამდე 16 რიცხვში ეროვნულ ლიგაში "სამგურალთან" მატჩი გველის და სწორედ ამ შეხვედრისთვის ვემზადებით", - თქვა კახა ცხადაძემ.
"დინამო თბილისი" ესტონურ გუნდს 7 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბალიტიისპირეთში 14 ივლისს გამართავს.

სხვა სტატიები