Belive

კაკურიუმ ოკინოუმი უსწრაფესად დაამარცხა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ნაცუ ბაშოს მე-9 დღის უკანასკნელი ორთაბრძოლა მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსა და ოკინოუმის შორის გაიმართა. შეხვედრას ქართველი გულშემატკივარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - კაკურიუს წაგების შემთხვევაში, ტოჩინოშინს ჩემპიონთა დავაში ის 1 მარცხით ჩამორჩებოდა, რაც ლევან გორგაძისთვის დიდი ჰანდიკაპია. მე-9 დღის ბოლოს ნაცუ ბაშოს სამი ლიდერი ჰყავს - კაკურიუ, ტოჩინოშინი და ასანოიამა - სამივე მათგანს 8 მოგება და 1 მარცხი აქვთ მონაგარში. კაკურიუ Vs. ოკინოუმი  იხილეთ ვიდეო:

სხვა სტატიები