Belive

კანელო ალვარესმა და კალებ პლანტმა პრეს-კონფერენციის დროს იჩხუბეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ

კანელო ალვარესისა და კალებ პლანტის ბრძოლის გამართვამდე დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. 6 ნოემბერს, ლას ვეგასში, ალვარესი და პლანტი სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ კანელო ალვარესი WBC-ის, WBA-სა და WBO-ის ვერსიებით, სუპერსაშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონია და პლანტის დამარცხების შემთხვევაში, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდება. ბრძოლამდე გამართული ერთ-ერთი პრეს-კონფერენციის დროს, ალვარესმა და პლანტმა ემოციები ვერ შეიკავეს და იჩხუბეს. მოკრივეების ჩხუბის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სხვა სტატიები