Belive

ხაბიბ ნურმაგომედოვი მაკგრეგორის წასვლას სოციალულ ქსელში ბრწყინვალე პოსტით გამოეხმაურა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ

რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის "შერეული საბრძოლო ხელოვნებიდან" (MMA) წასვლას გამოეხმაურა. დღეს ირლანდიელმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა, იმის შესახებ რომ სპორტიდან მიდის. მაკგრეგორმა მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა: “მოგესალმებით, სწრაფი განცხადება. გადავწყვიტე სპორტში, რომელიც ფორმალურად ცნობილია როგორც “შერეული საბრძოლო ხელოვნება” (MMA) კარიერა დავასრულო. ჩემს ძველ მეგობრებსა და კოლეგებს ასპარეზზე წარმატებას ვუსურვებ. დროა ჩემს ყოფილ კოლეგებს შევუერთდე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს.”

მისმა მეტოქემ კი საკუთარ გვერდზე აღნიშნული ფაქტი ბრწყინვალედ შეაფასა და დაწერა რომ "ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე შეიძლება იყოს".

სხვა სტატიები