Belive

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ფლოიდ მეივეზერი ბრძოლაში გამოიწვია (ვიდეო)

5 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კრივში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი ბრძოლაში გამოიწვია. "მოდი ფლოიდ! მე მზად ვარ გეჩხუბო, 50:0-ზე 27:0-ზეს წინააღმდეგ. ორი მებრძოლი რომელიც არასოდეს დამარცხებულა, რატომაც არა? ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა, და ეს ერთი მეფე რა თქმა უნდა მე ვარ, რადგანაც მან ვერ დააგდო მაკგრეგორი, მე კი ეს შევძელი." - განაცხადა ვიდეოში ხაბიბ ნურმაგომედოვმა. შეგახსენებთ რომ UFC 229-ის ფარგლებში ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორი მეოთხე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა, დაუმარცხებელმა ფლოიდმა კი რინგზე მეათე რაუნდში შეძლო ირლანდიელის დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით. საინტერესოა შედგება თუ არა ბრძოლა ხაბიბსა და ფლოიდს შორის და თუ შედგება სად - რინგზე თუ ოქტაგონზე!

სხვა სტატიები