Belive

ხაბიბი ბოდიშს იხდის, თუმცა ყველაფერს მაკგრეგორს აბრალებს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
რამდენიმე საათის წინ UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი მეოთხე რაუნდში დაამარცხა, ორთაბრძოლის შემდეგ კი ხაბიბმა და მისმა გუნდმა არასპორტული საქციელი ჩაიდინეს და კონორის თანაგუნდელებსა და თვითონ კონორს ზურგსუკნიდან დაესხნენ თავს. ხაბიბის 3 თანაგუნდელი უკვე დაკავებულია და მათ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, ხოლო ამერიკაში ყოფნაზე პრობლემა მათ გარდა ხაბიბსაც შეექმნება. ორთაბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოდიში მოიხადა:"პირველ რიგში მინდა რომ ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მთელ ორგანიზაციას, მაგრამ ის შეეხო ჩემს რელიგიას, ჩემს ქვეყანას, მამაჩემს, ის ჩამოვიდა ბრუკლინში და ჩვენს ავტობუსს თავს დაესხა. ბოდიშს ვიხდი თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არაა" - განაცხადა ხაბიბმა აღსანიშნავია რომ UFC-ის სადისციპლინო კომისია სწავლობს აღნიშნულ ინციდენტს და გავრცელებული ჭორების თანახმად განიხილება ხაბიბ ნურმაგომედოვის UFC-ის ოჯახიდან გარიცხვა.

სხვა სტატიები