Belive

ხაბიბი: "კონორს ხელს არ ჩამოვართმევ"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვის განცხადებით, ის კონორ მაკგრეგორისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებს, თუმცა ირლანდიელისგან ბოდიშს დიდი სიამოვნებით მოისმენდა. "შეცდომებს ყველა უშვებს, თუმცა როდესაც ადამიანი ცუდად მოქცევას აგრძელებს, ეს მის ხასიათზე მეტყველებს. ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც მაკგრეგორი 70 წლის ადამიანს ურტყამს, ეს მის ამორალობაზე და ცუდ მანერებზე მიუთითებს. ასე რომ, სანამ კონორი რაიმეს მაინც არ გაიაზრებს, მასთან ხელის ჩამორთმევას არ ვაპირებ," განაცხადა ნურმაგომედოვმა. როგორც მოგეხსენებათ, კონორ მაკგრეგორს მშობლიურ დუბლინში კონფლიქტი მოუვიდა. ირლანდიელმა სპორტსმენმა ბარში უცნობ პიროვნებასთან იჩხუბა. მაკგრეგორის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ პაბის ერთ-ერთმა კლიენტმა კონორის მიერ გამოშვებულ ვისკიზე უარი თქვა და არ დალია. მაკგრეგორმა სასმელზე მთელი ბარი დაპატიჟა.
  როგორც დაღესტნელი მებრძოლი ამბობს, იგი კონორ მაკგრეგორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს: "თუკი ადამიანი საკუთარ შეცდომას აღიარებს და ბოდიშს მოიხდის, მას უნდა მივუტევოთ. მე, როგორც მებრძოლს, მასთან დასამტკიცებელი არაფერი მაქვს," განაცხადა ნურმაგომედოვმა.  

სხვა სტატიები