Belive

ხაბიბი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს

1 წლის წინ სხვა
2 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს. დაღესტანელმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა ჯასტინ გეიჯისთან ჩაატარა და მისთვის ჩვეული სტილით დაამარცხა . კავკასიელს   კარიერაში 29 გამარჯვება მოუგროვდა და არცერთი მარცხი არ ჰქონია. "არწივმა" კარიერის დასრულება მისი მამის და პირადი მწვრთნელის, უეცარი სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა. ის დედამისს დაჰპირდა, რომ ოქტაგონზე აღარ იბრძოლებდა. თუმცა, ხაბიბი UFC-ში სხვა ამპლუაში დაბრუნდება. ის ამჯერად არა ოქტაგონზე, არამედ ოქტაგონის კუთხეში იქნება.
ნურმაგომედოვს, ტონი ფერგიუსონმა დაპირისპირება შესთავაზა. ამჯერად ისინი არა, როგორც მებრძოლები, არამედ მწვრთნელები დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მებრძოლების დაპირისპირება 5-ჯერ დაინიშნა, თუმცა ყველა ბრძოლა ჩაიშალა. "ელ კუკუის" თავის კარიერაში მძიმე პერიოდი დაუდგა. ბოლო 5 შეხვედრიდან ამერიკელმა ვერცერთის მოგება შეძლო. თუმცა დაღესტანელის წინააღმდეგ ის გამარჯვებას გეგმავს.
ამ დაპირისპირების შესახებ აზრი დანა უაითს ჰკითხეს: 
" თქვენ მეუბნებით, რომ მოხარული იქნებით ნახოთ როგორ უპირისპირდება ორი  მერბძოლი ერთმანეთს, როგორც მწვრთნელი?... მეც მოხიბლული ვარ ამ იდეით."
     

სხვა სტატიები