Belive

ხაბიბმა დაასახელა სამი სპორტსმენი რომელსაც მაგრეგორი უნდა შეხვდეს თუ რემატჩი სურს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნირმაგომედოვმა დაასახელა სამი მებრძოლი, რომელსაც კონორი უნდა შეხვდეს და ირლანდიელს სჭირდება ზედიზედ ცხრა ან ათ ბრძოლაში გამარჯვება თუ რემატჩი სურს. "არ ვფიქრობ რომ ეს შეხვედრა შედგება. ეს ბიჭი ჯერ უნდა დაბრუნდეს, შემდეგ ცხრა ან ათი ბრძოლა უნდა მოიგოს, ამის შემდეგ ჩვენ ვიბრძოლებთ. ხალხი, რომელიც ამ ინტერვიუს ნახავს, შეიძლება გაიფიქრონ "ის (ხაბიბი) ამის შესახებ ფიქრობს, და როდესაც UFC მას შეთავაზებს კონორთან ჩხუბს ბევრი ფულის სანაცვლოდ, ეს ბიჭი დათანხმდება". "დაბრუნდი და ანახე რა შეგიძლია. ებძოლე ჯასტინ გეიჯს, ალ იაკინტასა და ტონი ფერგიუსონს . როდის გაიმარჯვა მან ბოლოს? სამი წლის წინ. და ახლა ჩემთან სატიტულო ბრძოლის გამართვა სურს? არა, ეს არ მოხდება." - განუცხადა რუსმა სპორტსმენმა "ESPN"-თან საუბარში. შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა 7 სექტემბერს ტიტული დასტინ პორიესთან ბრძოლაში უნდა დაიცვას.

სხვა სტატიები