Belive

ხაბიბმა დაასახელა ვარსკვლავი, რომელიც შესაძლოა "ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს"

3 წლის წინ სხვა
2 წთ

ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაასახელა UFC-ის ვარსკვლავი, რომელიც შესაძლოა "ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი" გახდეს. ნურმაგომედოვის მტკიცებით, მაქს ჰოლოუეის ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს. UFC Fight Island 7-ის მეინ ივენთზე ჰოლოუეიმ კატარი გაანადგურა და მეტოქის მიმართ დარტყმების რეკორდული რაოდენობა განახორციელა. კატარის დამარცხების შემდეგ, ჰოლოუეის პერფორმანსს არაერთი სახელოვანი მებრძოლი გამოეხმაურა - მათ შორის დაუმარცხებელი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც ჰოლოუეის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მაქსის შესახებ ვფიქრობ. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის ის უკვე არის MMA-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. ვფიქრობ მას ყველაფერი წინ აქვს - ჰოლოუეი ჯერ კიდევ არ არის კარიერის პიკში. შესაძლოა წლის ბოლოს ან მომავალ წელს ჰოლოუეი მწვერვალზე აღმოჩნდეს. თუ მოახდენს ფოკუსირებას და შეინარჩუნებს იმ ყველაფერს რასაც დღემდე აკეთებდა, მისი დიდების დრო დადგება."
111
"მაქსი ნამდვილად მომწონს. 2018 წელს ჩვენი ბრძოლა უნდა შემდგარიყო. კატარის წინააღმდეგ კარიერის საუკეთესო ბრძოლა გამართა. ვფიქრობ დღეს გაცილებით უფრო სახელოვანი მებრძოლია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე დღის წინ. ეს მისი საუკეთესო ბრძოლა იყო, მაგრამ მომავალში ჰოლოუეის აქვს რეალური შანსი გახდეს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

სხვა სტატიები