Belive

ხალილა ალი: "მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს არ მოესწრო"

3 წლის წინ სხვა
2 წთ
პოლიციელების მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები არეულობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დაწყებული გამოსვლები, მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს გასცდა და საგანგაშო სახე მიიღო. აქციების დაწყებიდან 8 დღის შემდეგ, აშშ-ს არაერთი შტატის ხელისუფლება იძულებული გახდა ქუჩებში პოლიციელბეთან ერთად ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოეყვანა, რათა მარადიორობისა და ვანდალიზმის ფაქტები აღეკვეთა. არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა და საზოგადო მოღვაწემ მომიტინგეებს წესრიგის დაცვის მოთხოვნით მიმართა. შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა მუჰამედ ალის ყოფილი მეუღლე. ხალილა ალიმ აღნიშნა, რომ მუჰამედი არასდროს დაუჭერდა მხარს კერძო საკუთრების განადგურებას, შენობებისა და ავტომობილების დაწვასა და სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას. ხალილამ ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია რადგან ამ საშინელებამ მუჰამედი ვერ ხედავს. "იმ ყველაფრის დანახვა, რასაც მომიტინგეები აკეთებენ მუჰამედს არ ესიამოვნებოდა. ჩვენი ქონებისა და შენობების განადგურება, პოლიციის ავტომობილების დაწვა და ადამიანებისთვის ზიანის მიყენება ყოვლად მიუღებელია - ალი ამ ყველაფერს მხარს არ დაუჭერდა. მიხარია, რომ ალი ცოცხალი აღარაა და ამ ყველაფერს ვერ ხედავს. მიხარია, რომ მუჰამედმა ჯორჯ ფლოიდის ტრაგედია ვერ ნახა. მინდა მოვუწოდო ყველა ღირსეულ მომიტინგეს, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, რომ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი მაგრამ ვანდალიზმი და არეულობები უნდა შეწყდეს", - აღნიშნა ხალილა ალიმ.

სხვა სტატიები