Belive

ხავი: "ბარსელონას გულშემატკივრებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა"

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონამ" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" დაამარცხა (4:0) და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე აღზევდა. ელ კლასიკოში გამარჯვების შემდეგ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა და ამ მატჩის მოგების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
"ბარსელონას" ყველა გულშემატკივრისთვის დღეს ძალიან ბედნიერი დღეა. ჩვენ მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. არ ველოდით, რომ მეტოქის სტადიონზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასე მაღლა ვიქნებოდით. ​​მათ ერთი კვირა დაისვენეს ჩვენ კი პარასკევს თურქეთიდან ჩამოვედით. ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. "რეალს" თამაშითაც და შედეგითაც ბევრად ვაჯობეთ. მადრიდს ღიმილიანები ვტოვებთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა წარსულზე ფიქრის გარეშე. მაქსიმალური თავმდაბლობით უნდა გავაგრძელოთ", - თქვა ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა.
29 ტურის შემდეგ, "ბლანკოსებს" 66 ქულა აქვთ და ერთპიროვნული ლიდერები არიან, რაც შეეხებათ კატალონიელებს მათი მონაგარი 54 ქულა და მესამე პოზიციას იკავებენ, თუმცა თავის პრინციპულ მეტოქეზე ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

სხვა სტატიები