Belive

ხუან მატა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა შესაძლოა, მომავალ ზაფხულს სამშობლოში დაბრუნდეს. ესპანელი ფეხბურთელი "ვალენსიაში" დაბრუნებითაა დაინტერესებული, სადაც ის 2007-11 წლებში გამოდიოდა. 32 წლის შუახაზელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება და "ღამურებს" მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება შეეძლებათ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი "იუნაიტედში" გადაბარგებამდე, 2011-14 წლებში ლონდონის "ჩელსის" მაისურს ირგებდა, "წითლების" რიგებში კი ეს 265-ჯერ გააკეთა, 50 გოლი გაიტანა, 47 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 ტიტული მოიგო: ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები, ევროპის ლიგა და ინგლისის სუპერთასი.

სხვა სტატიები