Belive

ხუთ სუმოტორს და სკოლის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ გამოაცხადა, რომ სუმოს სკოლის ხელმძღვანელს და ხუთ სუმოტორს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. სპორტმსენების ინფიცირების გამო, ზაფხულში დაგეგმილი სუპერტურნირი სავარაუდოდ გადაიდება. ივლისის ბაშო საფრთხის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ტაკადაგავას და ჰაკუიოზანის ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენა. მათ გარდა, COVID19-ით ინფიცირება კიდევ ოთხ სუმოტორს დაუდგინდა, რომელთა სახელებსაც იაპონიის სუმოს ასოციაცია არ ასაჯაროებს. ასევე გადადებული იყო მაისის ბაშოც, რომლის დაწყების თარიღადაც 24 მაისი მიიჩნეოდა. თუმცა, თუ რომელიმე სპორტსმენი დაინფიცირდებოდა, მაშინ ოსაკაში ტურნირის ჩატარებასაც საფრთხე დაემუქრებოდა. ამჟამად, იაპონიაში კორონავირუსით 13 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 348 კი გარდაცვლილი.

სხვა სტატიები