Belive

ხუციშვილი და ხინჩეგაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდნენ დავით ხუციშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. სამწუხაროდ ორივე ფალავანი აშკარა უპირატესობით დამარცხდა. ლადოსთვის დაუძლეველი ბარიერი რუსი ახმად ჩაკაევი აღმოჩნდა და 0-10 დამარცხდა რაც შეეხება ხუციშვილს მას ამერიკელმა კაილ დუგლას დეიკმა სძლია 11-0. ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ ოთარ გოგავა და დავით მარსაგიშვილი. მარსაგიშვილი, ხინჩეგაშვილი და ხუციშვილი რეპეშარჟში გასვლის და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ, ამისთვის საჭიროა რომ მათი მძლეველები ფინალში გავიდნენ. დღესვე ფინალში იჭიდავებენ გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძე, ხოლო ბექა ლომთაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები