Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა!

3 წლის წინ სხვა
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში საქართველო სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ორივე გოლი ქართველების ანგარიშზეა. ჯერ ოთარ კაკაბაძემ საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ კი ვილი სანიოლის გუნდი წაგებას ხვიჩა კვარაცხელიამ, შესანიშნავი გოლით გადაარჩინა. 20 წლის ფეხბურთელმა 2022 წელს გასამართი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის რეკორდი დაამყარა. გასულ 3 თამაშში ხვიჩამ 15 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ყველა სხვა ფეხბურთელზე მეტია. კვარაცხელიამ დღეს ბერძნებთან 6, შვედეთის წინააღმდეგ 4, ხოლო ესპანეთთან 5 დრიბლინგი შეასრულა.  

სხვა სტატიები