Belive

კიდევ ერთი დიდი ტრაგედია ბოქსში - უგო სანტილიანი რინგზე გაითიშა და შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

4 წლის წინ სხვა
1 წთ
სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსი სპორტსმენი მაქსიმ დადაშევი გარდაიცვალა, ბოქსში მეორე ტრაგედია დატრიალდა. არგენტინელი უგო სანტილიანი მატჩის დროს მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. 23 წლის არგენტინელი რინგზევე ჩავარდა კომაში, მაშინ როდესაც გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინათ. ეს ყველაფერი შაბათს მოხდა, ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, ჩაუტარეს ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ხუთშაბათს გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ სანტილიანი არის მეორე ბოქსიორი რუსი დადაშევის შემდეგ, რომელიც რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. "ძალიან სამწუხარო კვირა ბოქსისთვის", - ასე აფასებენ გასულ კვირის მოვლენებს ბოქსის სამყაროში.

სხვა სტატიები