Belive

კილიან მბაპეს 15 წლის ძმა "პსჟ"-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

კილიან მბაპეს 15 წლის ძმა - ეთან მბაპე, "პსჟ"-ს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სავარაუდოდ ლიგა 1-ში მისი დებიუტი ამ უიქენდზე, "ლორიენის" წინააღმდეგ შედგება.

ეთანი "პსჟ"-ს 19-წლამდელთა გუნდში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც კი ითამაშა. მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი მხოლოდ ერთხელ, საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს დაბადებულმა ეთან მბაპემ "პსჟ"-სთან პროფესიონალური კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის მიხედვითად კლუბში 2024 წლის ჩათვლით დარჩება. 15 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის U16 ნაკრებშიც თამაშობს.

"პსჟ" "ლორიენს" 6 ნოემბერს ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით, კილიან მბაპეს ძმას "პსჟ"-ს პირველ გუნდში დებიუტი ექნება.

სხვა სტატიები