Belive

კიუშუ ბაშო | ვინ რა თანხა გამოიმუშავა (12 დღის მონაცემები)

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს სამყარო 2021 წლის უკანასკნელ სუპერტურნირს - კიუშუ ბაშოს ადევნებს თვალყურს. ნოემბრის ბაშო იოკოძუნა ჰაკუჰოს კარიერის დასრულების შემდეგ პირველი ტურნირია - ამჟამად სუმოს სამყაროში მხოლოდ ერთი იოკოძუნაა ტერუნოფუჯის სახით. მე-13 საშეჯიბრო დღის შემდეგ, იოკოძუნა ტერუნოფუჯი დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს, რაც იმას გულისხმობს, რომ მონღოლ მებრძოლს 13 მოგება და 0 მარცხი აქვს. თავის მხრივ ტურნირზე მონაწილეობას იღებს ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც, რომელიც ბაშოს მე-5 დღეს დაუბრუნდა და ამჟამად 5 მოგების მოგროვება შეძლო. ქართველი მებრძოლი მე-13 მაეგაშირაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯურიოს დივიზიონში დაქვეითების საფრთხის წინაშეა.
გთავაზობთ გამომუშავებული თანხის მხრივ მოწინავე 5 მებრძოლს (12 დღის მონაცემები):
1.  ტერუნოფუჯი - (257 კენშო) - 102,800$ 2. ტაკაკეიშო - (121 კენშო) - 48,400$ 3. შოდაი - (61 კენშო) - 24,400$ 4. ენდო - (51 კენშო) - 20,400$ 5. მიტაკეუმი - (43 კენშო) - 17,200$
 

სხვა სტატიები