Belive

კლინტ მალარჩუკის შემზარავი ისტორია

2 წლის წინ სხვა
2 წთ
კლინტ მალარჩუკი 1981-1996 წლებში პროფესიონალი ჰოკეის მოთამაშე გახლდათ. მის სახელს და გვარს ამ სპორტის გულშემატკივარი კარგად იცნობს: საინტერესო კარიერის გარდა, მალარჩუკმა გულშემატკივრებს თავი იმითიც დაამახსოვრა, რომ ოფიციალური თამაშის დროს, თავს საშინელი ინციდენტი გადახდა. ერთ-ერთი თამაშის დროს, "სენტ ლუისის" მოთამაშემ, სტივ თუთლმა, მალარჩუკს ყელის არეში ციგური გამოსდო, რის შედეგადაც კანადელ ჰოკეისტს საძილე არტერია და საუღლე ვენა გადაეჭრა და მოედანზე სისხლის გუბე დადგა.

"მახსოვს, რომ მომხდარმა მოედანზე მყოფი ყველა ჰოკეისტი უზომოდ შეაშინა, ზოგიერთი ჩვენგან საერთოდ ვერ ვუყურებდით ამ ყველაფერს, მიკარებაზე საუბარი ზედმეტია"  "ვერავინ ვეკარებოდით, მხოლოდ ექიმმა შეძლო მისი გადარჩენა ცარიელი ხელებით, არტერიაზე ზეწოლის საშუალებით" "ეს ფაქტი არასოდეს დამავიწყდება", - ასე იხსენებენ იმ თამაშის მონაწილე ჰოკეისტები მომხდარ ინციდენტს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მალარჩუკმა ექიმებისგან რეკომენდაციის სახით გარკვეული პერიოდის გამოტოვება მიიღო, მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდა, რაც ყველასთვის გასაკვირი და ამავდროულად სამაგალითო საქციელი გახლდათ.
"მახსოვს, რომ ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი წამომივიდა, ერთადერთი რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი იყო ის, რომ დედაჩემი, რომელიც პირდაპირ ეთერში უყურებდა ამ მატჩს არ ენახა ჩემი სიკვდილი, მინდოდა მოედნის და კამერებს მიღმა გავეყვანე იმ ადამიანებს ვინც მეხმარებოდნენ. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა", - აღნიშნა კლინტ მალარჩუკმა.
მომხდარის შემდეგ ჰოკეიში ახალი წესი დაინერგა, რომლის თანახმადაც მეკარეებს კისრის არე სპეციალური დამცავი ეკიპირებით აქვთ დაცული.

სხვა სტატიები