Belive

კოლოსალური თანხა რომელიც მაკგრეგორმა და UFC 264-ის მებრძოლებმა გამოიმუშავეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
UFC 264-ის ივენთზე, არაერთი განსაკუთრებული ბრძოლა გაიმართა, რომელმაც მაყურებლის მოლოდინი გაამართლა. ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს ილია თოფურია იწვევდა, რომელმაც მეტოქე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. UFC 264-ის მეინ ქარდზე, დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის ტრილოგიის გადამწყვეტი ბრძოლა შედგა. ბევრისათვის მოულოდნელად, სახელოვანმა ირლანდიელმა მებრძოლმა კოჭი მოიტეხა და ტექნიკური მარცხი დაუფიქსირდა. შესაძლოა უამრავი გულშემატკივრისათვის მაკგრეგორის მარცხი მოულოდნელი იყო, თუმცა შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) არაერთი მიმომხილველი და მებრძოლი ფავორიტად პორიეს ასახელებდა. მარცხის მიუხედავად, კონორ მაკგრეგორმა UFC 264-ის ივენთზე კოლოსალური თანხის გამომუშავება შეძლო. ირლანდიელი მებრძოლის ბიუჯეტი $5,011,000 მილიონით შეივსო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა პორიემ მაკგრეგორის მიერ გამომუშავებული თანხის მესამედის მიღებაც კი ვერ შეძლო. კონორ მაკგრეგორი - $5,011,000 მილიონი (5,000,000 შოუსთვის / 11,000 სამოტივაციო ბონუსი) დასტინ პორიე - $1,021,000 მილიონი (1,000,000 შოუსთვის / 21,000 სამოტივაციო ბონუსი) შონ ო'მალი - $221,000 ( 70,000 შოუსთვის / 70,000 ბონუსი გამარჯვებისთვის / 75,000 საღამოს გამორჩეული ბრძოლის ბონუსი / 6,000 სამოტივაციო ბონუსი) გილბერტ ბარნსი - $216,000 (100,000 შოუსთვის / 100,000 ბონუსი გამარჯვებისთვის / 16,000 სამოტივაციო ბონუსი) UFC-ის ქართველმა მებრძოლმა - ილია თოფურიამ 44,000 დოლარის გამომუშავება შეძლო (20,000 შოუსთვის / 20,000 მოგების ბონუსი, 4,000 სამოტივაციო ბონუსი)

სხვა სტატიები