Belive

კონორ მაკგრეგორი დაიჭირეს!

5 წლის წინ სხვა
1 წთ

კონორ მაკგრეგორი სკანდალში გაეხვა. ის ორშაბათს მაიამიში მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთ გულშემატკივარს ტელეფონი დაუმტვრია. პოლიციის მოხსენების თანახმად, დაპირისპირება კონორსა და მის ქომაგს შორის მას შემდეგ მოხდა, როდესაც გულშემატკივარმა ირლანდიელისთვის სურათის გადაღება სცადა. "ნოტარიუსი" ამ ფაქტზე აღშფოთდა, ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო და რამდენჯერმე ფეხი ჩაარტყა. დაზარალებულის განცხადებით მობილურის ფასი, დაახლოებით 1000 დოლარია. კონორი მაშინვე არ დაუპატიმრებიათ, ის გამოძიების დასრულების შემდეგ დააკავეს ძარცვისა და ხულიგნობის ბრალდებით. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ის 12 500 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კონორის ციხის დატოვების კადრები

სხვა სტატიები