UFC-ის ყოფილი ჩემპიონი და მეტად სკანდალური პიროვნება, კონორ მაკგრეგორი ლეგენდარულ მაიკ ტაისონს ირლანდიაში შეხვდა და მის შესახებ ინსტაგრამზეც ისაუბრა:
"გუშინ "ჰელიკსზე" (არენა დუბლინში) მაიკ ტაისონს შევხვდი, მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს ტაისონი და ჰელიკს არენაც, რადგან ჩემი პირველი და მეორე საჩემპიონო ქამარი სწორედ აქ მოვიგე. შენ ჩემზე ლაპარაკობდი ბოლო პერიოდში და ამიტომ გამიხარდა შენთან პირისპირ შეხვედრა. მარიხუანა რომელსაც შენ შენს რანჩოზე ზრდი საუკეთესოა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო მისი გასინჯვა." - განაცხადა მაკგრეგორმა
2017 წლის დეკემბერში, მაიკ ტაისონმა კალიფორნიაში 16 ჰექტარი მიწა შეიძინა და იქ მარიხუანა მოჰყავს.