Belive

კონორ მაკგრეგორი სოციალურ ქსელებში მასიურად დატროლეს (ფოტო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 257-ის ივენთის მთავარი დაპირისპირება მთავარ სენსაციად იქცა. კარიერაში პირველად – კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სენსაციური შედეგით დასრულებულმა ბრძოლამ გულშემატკივართა მოლოდინები გაამართლა და მაყურებელმა სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. 2014 წლის სექტემბერში, UFC 178-ის ეგიდით განცდილი მარცხის შემდეგ, პორიემ რევანში აიღო და სახელოვანი ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ერთ-ერთ საკულტო ფიგურად ითვლება, მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. კონორ მაკგრეგორის მარცხს სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა მოჰყვა. დამარცხებული ირლანდიელი მებრძოლი სოციალურ ქსელებში მასიურად დატროლეს და კონორის მარცხი არაერთი სახალისო "მიმის" ინსპირაციის წყარო გახდა.

ასევე იხილეთ: ნურმაგომედოვი მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა

სხვა სტატიები