Belive

კონორ მაკგრეგორის გამორჩეული და მისაბაძი საქციელი

4 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ოდიოზური მებრძოლი კონორ მაკგრეგორი კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. კონორისადმი გამოჩენილი ყურადღება ამჯერად არ უკავშირდება მის სკანდალურ გამონათქვამებს ან პროვოკაციულ ქცევებს. ირლანდიელმა მებრძოლმა საკმაოდ ღირსეული და დასაფასებელი საქციელით მიიქცია ყურადღება. კონორ მაკგრეგორი უსახლკარო თანამემამულეებისათვის ირლანდიაში საცხოვრებელ სახლებს აშენებს. აღნიშნულის შესახებ, მაკგრეგორმა საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა. "დიდი ხნის შემდეგ, კვლავ ამ ადგილას. ეს არის ჩემი პირველი ნაბიჯები უძრავი ქონების სფეროში. 8 სახლის მშენებლობა თითქმის დასრულდა. 3 ოთახიანი ბინები განკუთვნილია დედაქალის მახლობლად მყოფი ოჯახებისთვის, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აქ ყოფნა, შეხვედრა მეზობლებთან და გაანალიზება იმის, რომ ძალიან მალე კიდევ მრავალი ოჯახი დასახლდება უზომოდ ბედნიერს და ამაყს მხდის. ირლანდია სამუდამოდ. ირლანდია უპირველესად. ირლანდია ყოველთვის", - აღნიშნულია კონორ მაკგრეგორის განცხადებაში.
Untitled

სხვა სტატიები