Belive

კონორ მაკგრეგორის მისაბაძი საქციელი

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფრონტის წინა ხაზზე არაერთი გამოჩენილი ვარსკვლავი დგას. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ვარსკვლავები, სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში არიან ჩართული და დონაციებს არ იშურებენ. გამონაკლისი არც კონორ მაკგრეგორია - ირლანდიელი მებრძოლი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა ირლანდიელ ხალხს დაეხმაროს. UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე 1 მილიონი ევრო გადარიცხა. წყაროს მტკიცებით, აღნიშნული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ მედიკოსებსა და პერსონალს მოხმარდება. "1 მილიონ ევროს ვრიცხავ, რათა ლეინსტერის რეგიონში, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი პერსონალისათვის დამცავი აღჭურვილობის შეძენა გახდეს შესაძლებელი. დღეისათვის ლეინსტერი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

სხვა სტატიები