Belive

კონორ მაკგრეგორმა პრესკონფერენციაზე 30 წუთით დაიგვიანა

5 წლის წინ სხვა
1 წთ

ხუთშაბათს ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე კონორ მაკგრეგორმა ნახევარი საათით დაიგვიანა. მისმა ვიზავიმ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სცენა დემონსტრაციულად დატოვა: "მე არავისთვის მოცდას არ ვაპირებ," აღნიშნა რუსმა მებრძოლმა.

პრესკონფერენციაზე დაგვიანებით მისული კონორის კადრები

"ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა, ჩემი მხარდამჭერებისგან დიდ ენერგიას ვგრძნობ. მინდა რომ ისინი ბრძოლის შემდეგ სიამაყით ავავსო. ყოველთვის საჭიროა რომ მშვიდობა საჭიროა, მაგრამ ბრძოლა დაწყებულია და მას დასასრული არასოდეს არ ექნება. ხაბიბის მწვრთნელი ჩამშვები, ტერორისტი ვირთხაა, თავად ხაბიბს კი ცოცლად შევჭამ", - განაცხადა მაკგრეგორმა. თავის მხრივ, პრესკონფერენციიდან გასვლამდე ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ კონორს ხელს არასოდეს ჩამოართმევს. შეგახსენებთ რომ ბრძოლა კვირას, 08:00-ზე შედგება (თბილისის დროით).

სხვა სტატიები