Belive

კონფერენს ლიგა: მეორე ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია!

1 წლის წინ სხვა
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ქართული კლუბების მეტოქეები იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ ქართული კლუბები პირველი ეტაპის ბარიერს დაძლევენ, მაშინ მათი მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან: "დინამო თბილისი" - სომხური "არარატ არმენია" გორის "დილა" - მოლდოვური "მილსამი" -  ლიეტუვური "პანევეჟისის" წყვილში გაამრჯვებული "საბურთალო": - რუმინეთის "სტიუა"  რაც შეეხება "დინამო ბათუმს", იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანის" ბარიერს ვერ დაძლევს, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლეხ პოზნანისა" და "ყარაბახის" წყვილში დამარცხბულს დაუპირისპიდება.

სხვა სტატიები