Belive

კონფერენს ლიგის წინ: გორის დილამ ხორვატი თავდამსხმელი დაიმატა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედმა ბრინჯაოს პრიზიორმა, გორის "დილამ" ზაფხულში პირველი ტრანსფერი განახორციელა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ხორვატი ფეხბურეთელი დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. გორულმა კლუბმა თავდამსხმელი, პეტარ ზუბაკი დაიმატა. 25 წლის ფორვარდმა ქართულ გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ბალკანელი ფეხბურთელი წარსულში "მლადოსტის", ზაგრების "ტრნეს" და ავსტრიული "ალერჰეილიგენისა" და "კლაგენფურტის" წევრი გახლდათ, 2020 წლის ზაფხულიდან კი ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარი "გრაცერის" შემადგენლობაში ირიცხებოდა. გორის "დილა" 5-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროსარბიელზე გამოსვლას 8 ივლისს, სლოვაკური "ჟილინას" წინააღმდეგ სტუმრად გასამართი შეხვედრით დაიწყებს.

სხვა სტატიები