Belive

კორონავირუსი თურქეთის ნაკრებში - საქართველოს მოგება ჩაეთვლება

3 წლის წინ სხვა
1 წთ
როტერდამში სტარტი აიღო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპმა წყალბურთში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს. ტურნირის მონაწილე 12 ნაკრებიდან ოლიმპიადის საგზურს 3 საუკეთესო მიიღებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში საბერძნეთთან, თურქეთთან, კანადასთან, ბრაზილიასთან და მონტენეგროს ნაკრებებთან მოხვდა, და 15 თებერვალს ტურნირის მეორე ტურის მატჩი თურქეთის ნაკრებთან უნდა ჩაეტარებინა, თუმცა როგორც ცნობილი გახდა თურქეთის ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, რის გამოც გუნდი ტურნირიდან მოეხსნა. ეს ფაქტი წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა გიორგი ხვედელიანმა დაგვიდასტურა:
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ჩვეულებისამებრ, ტურნირზე ჩასული გუნდები ტესტს იკეთებენ. ტესტირების შედეგად, თურქეთის ნაკრების 4 მოთამაშეს COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსის მარტივად გავრცელების დიდი ალბათობიდან გამომდინარე, საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრები მონაწილეობას აღარ მიიღებს - შესაბამისად, თითოეულ გუნდს თურქეთთან გამარჯვება ჩაეწერება. ასევე აღსანიშნავია, რომ პრევენციული ზომებისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებენ.
შეგახსენებთ რომ პირველი ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი საბერძნეთის უძლიერეს ნაკრებთან თანაბარ ბრძოლაში 11:10 დამარცხდა.

სხვა სტატიები