Belive

კორონავირუსის გამო აზერბაიჯანის გრან-პრი გადაიდო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
COVID-19-ის მორიგი მსხვერპლი აზერბაიჯანის გრან-პრი აღმოჩნდა. ფორმულა 1-ის მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კორონავირუსის გამო, აზერბაიჯანის გრან-პრი გადაიდო. აზერბაიჯანის მთავრობასა და ფორმულა 1-ის მესვეურებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ 7 ივნისს გასამართი აზერბაიჯანის გრან-პრი აღარ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის გრან-პრი გახდა 2020 წლის სეზონის მე-8 რბოლა, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო. შეგახსენებთ, ავსტრალიის, ბაჰრეინის, ვიეტნამის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მონაკოს გრან-პრი კორონავირუსის გამო გადაიდო.

სხვა სტატიები