Belive

კორონავირუსის გამო UFC-ის მომდევნო 4 ივენთი გაუქმდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ

კორონავირუსის პანდემიის გამო, UFC-ის მომდევნო ოთხი ივენთი გაუქმდა. მიუხედავად დანა უაითის არაერთი მცდელობისა, UFC 249-ის ივენთის ჩატარება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 მაისამდე ყველა შესაძლო ღონისძიება და ბრძოლა გადადებულია. UFC-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნებრასკაში, ოკლაჰომასა და სან დიეგოში გასამართი  Fight Night-ის ბრძოლები გაუქმდა. ასევე გაუქმდა ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში გასამართი UFC 250-ის ივენთი.

სხვა სტატიები