Belive

კუმანი: "დაივიწყეთ მესი, ოქროს ბურთი ვან დაიკს მიეცით"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ჰოლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დაიკმა უნდა აიღოს.
"ვან დაიკი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს. ეს ჯილდო როგორც წესი ეძლევა მოთამაშეს, რომელსაც გააქვს ან ქმნის გადამწყვეტ გოლებს, მაგრამ თუ ოდესმე ოქროს ბურთი უნდა მიიღოს მცველმა, მაშინ ახლა შესაფერისი დროა. ჩემი აზრით, მესი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ გუნდთან ერთად დიდი ტიტულების მოგებაც აუცილებელია" - განაცხადა კუმანმა.
27 წლის ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს, ვირჯილ ვან დაიკს საოცარი სეზონი ჰქონდა. "ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა ბურთი გაუშვა, ჩემპიონთა ლიგა კი მერსესაიდელების გამარჯვებით დასრულდა.

სხვა სტატიები