Belive

კურიოზი რუმინეთში: ერთი პენალტი სამმა ფეხბურთელმა დაარტყა და ვერცერთმა გაიტანა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. რანგით მეორე ლიგაში, ერთმანეთს ბუქარესტის "რაპიდი" და "პეტროული" დაუპირისპირდნენ. დედაქალაქური გუნდი 28-ე წუთიდან რიცხვობრივ უპირატესობაში იყო, მაგრამ მეტოქის კარის აღება მატჩის ბოლომდე ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. არადა, "რაპიდს" გამარჯვების გოლის გასატანად 3 რეალური შანსი მიეცა. ეს 65-ე წუთიდან დაწყებულ 7-წუთიან მონაკვეთში მოხდა. ბუქარესტელთა სასარგებლოდ მსაჯმა 11-მეტრიანი დანიშნა, მაგრამ მათ თავდამსხმელს მეტოქის 19 წლის მეკარემ აჯობა. როგორც აღმოჩნდა, მიჰაი პოპამ კარი ნაადრევად დატოვა და რეფერიმ პენალტი "რაპიდს" განმეორებით შეასრულებინა, მეკარე ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა, თუმცა ამჯერადაც წესების დარღვევით. მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გოლკიპერმა ემოციები ვერ მოთოკა და ახლა უკვე წითელი ბარათი დაიმსახურა. ამრიგად, "რაპიდმა" პენალტი მესამედ შეასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას დიდი მანძილით ასცდა. საინტერესოა, რომ სამივე პენალტი სხვადასხვა ფეხბურთელმა დაარტყა.

სხვა სტატიები