Belive

ლაშა გუჯეჯიანი | მადლობა ტატოს, მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება...

2 წლის წინ სხვა
1 წთ
უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ტატო გრიგალაშვილი მატიას კასეს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, მატიას კასემ ტატო გრიგალაშვილი დამატებით დროში კონტრილეთზე გამოიჭირა და იპონით დაამარცხა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი, ფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა. "დღევანდელი ფინალის შემდეგ რა თქმა უნდა ბევრი აზრი იარსებებს წავაგეთ, მსაჯის ბრალია , დაგვჩაგრეს, იყო ან არიყო გდება და სხვა. რა თქმა უნდა ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ პათეტიურ კითხვას დავსვამთ: თქვენ თვლით რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა გვეჭიდავა, ანუ უკეთ?! თუ კი მაშინ იქ წავაგეთ სადაც ეს არ ან ვერ გავაკეთეთ დანარჩენი შემთხვევითობის და ბევრი სხვა ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება, რაც ხან ასეა და ხან ისე. დღეს იყო ასე და მოვიგეთ ვერცხლი + გამოცდილება იმის რომ ,"ისე" - ს იმედზე არასოდეს ვიყოთ". "მადლობა ტატოს" "მადლობა ყველა გულშემატკივარს" "მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება"

სხვა სტატიები