Belive

ლაშა შავდათუაშვილმა მარაკეშის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
მარაკეშში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის მეორე დღეს ვერცხლის მედალს დაეუფლა 2012 წლის ოლიმპიური თამაშების  ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ლაშამ ტურნირი ალჟირელი ნურინ ფეტჰი დამატებით დროში ვაზარით ძლევით დაიწყო, შემდეგ რუმინელი ალექსანდრ რაიკუ და გამბიელი ფაიე ნჯიე იპონ-იპონ დასცა ტატამზე ნახევარფინალში კი ფრანგ გიიომ ჩაინს ვაზარით აჯობა. ლაშა ფინალს რუს დენის იარცევს შეხვდა და იპონით დამარცხდა. დღესვე 73 კგ-ში იასპარეზა ფრიდონ გიგანმა, საწყისი სამი ორთაბრძოლის მოგების შემდეგ ის მეოთხედფინალში სწორედ იარცევთან დამარცხდა, შემდეგ კი რეპეშარჟში კანადელ ანტუან ბუშართან  დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დღესვე 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ ბექა დონღვანი და ნუგზარ ტატალაშვილი თუმცა მედლებისთვის ბრძოლას ორივე ადრეული ეტაპიდანვე გამოეთიშნენ. გუშინ ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა ხვალ კი ტატამზე მხოლოდ  გიორგი პაპუნაშვილი გავა რომელიც 90 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

სხვა სტატიები