Belive

ლაუტარო მარტინესი: "არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ" 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
"ინტერის" თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თქვა, რომ იგი მილანურ კლუბში ბედნიერია და ჯერჯერობით სხვა არაფერზე ფიქრობს. "ყოველდღე ვმუშაობ რათა გავუმჯობესდე. ახლა "ინტერის" ფეხბურთელი ვარ და მინდა თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ბედნიერი ვარ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, გვინდა გამარჯვება და კლუბის მაღალ საფეხურზე აყვანა. არ ვიცი რა მოხდება ხვალ, მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ "ინტერში" ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა. მარტინესი "ნერაძურის" 2018 წლის ზაფხულში არგენტინული "რასინგიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე ძალაშია. ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, "ბარსელონა" აქტიურად იყო დაინტერესებული ფეხბურთელით, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფორვარდის ტრანსფერზე შეთანხმება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები