Belive

"ივლისის ბაშო ჩემთვის უკანასკნელი იქნება" - ლეგენდარული ჰაკუჰო კარიერას ასრულებს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იოკოძუნა ჰაკუჰო ზედიზედ 4 გამოტოვებული ბაშოს შემდეგ, მარტში დოჰიოზე დაბრუნდა, თუმცა ჰარუ ბაშოს მესამე დღეს ის მუხლის ტრავმის გამო ჩაეხსნა. მან კაკურიუს მსგავსად ზედიზედ მეხუთე ბაშოზე გამოაცხადა კიუჯო. წინა წლის ჰარუ (მარტი) ბაშოს შემდეგ, არც კაკურიუსა და არც ჰაკუჰოს 15 საბრძოლო დღე არ ჩაუტარებიათ. მიაგინო-ოიაკატა (მწვრთნელი) აცხადებს, რომ მონღოლს ამ თვეში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია დასჭირდება: "ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ორი თვე იქნება" რაც შეეხება, ჰაკუჰოს, მან საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება კარიერის დასრულების შესახებ.
"ნაგოია (ივლისის) ბაშო ჩემთვის უკანასკნელი იქნება" - განაცხადა ლეგენდარულმა იოკოძუნამ.
თეთრ ფენიქსს კარიერის მანძილზე 45 ბაშო აქვს მოგებული და სუმოს ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო სუმოისტად მიიჩნევა.

სხვა სტატიები