Belive

ლეგენდარული ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
70 წლის ასაკში ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი, ნიკი ლაუდა გარდაიცვალა. სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული, 1975 და 1977 წლებში, "ფერარისთან" ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს, "მაკლარენთან" ერთად. კარიერის დასრულების შემდეგ, ავიაკომპანია "ლაუდა ეარის" მფლობელი გახდა. გასული წლის აგვისტოში მას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიკი ლაუდა ძილში გარდაიცვალა.

სხვა სტატიები