Belive

ლეგენდის დაბრუნება - მაკგრეგორი ძველი დიდების აღსადგენად იბრძოლებს!

1 წლის წინ სხვა
1 წთ

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური წარმომადგენელი - კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. არ არსებობს სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი, რომელსაც კონორ მაკგრეგორის შესახებ არ სმენია. ირლანდიელ მებრძოლს მსოფლიოს მასშტაბით ფანების უდიდესი არმია ჰყავს და უკანასკნელი ცნობების თანახმად, გულშემატკივრები ლეგენდის დაბრუნების ხილვას უმოკლეს დროში შეძლებენ. ირლანდიელმა მებრძოლმა, რომელიც UFC-ის ნახევრად მსუბუქი და მსუბუქი წონითი კატეგორიების ყოფილი ჩემპიონია, ოქტაგონზე დაბრუნება ოფიციალურად დააანონსა. "ყველაზე დიადი და გამორჩეული ქამბექი სპორტის ისტორიაში. გახდები მოწმე?", - აღნიშნა 34 წლის მაკგრეგორმა.

შეგახსენებთ, ირლანდიელმა ოქტაგონზე უკანასკნელი ბრძოლა 2021 წლის ივლისში ჩაატარა. კონორი დასტინ პორიესთან პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

სხვა სტატიები