Belive

LEN Champions League | B-ჯგუფის მესამე ეტაპის საუკეთესო გოლები (ვიდეო)

2 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ წყალბურთის კლუბი “დინამო თბილისი” ევროპის 12 უძლიერეს კლუბს შორის აღმოჩნდა და LEN Champions League-ზე იასპარეზა. აპრილში, "დინამო თბილისმა" LEN Champions League-ს B-ჯგუფის მესამე ეტაპზე, ბუდაპეშტში 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი გამართა. 20 აპრილს "დინამო თბილისმა" "იადრანი" დაამარცხა. 21 აპრილს, "დინამო თბილისი" გერმანულ "ვასპო98 ჰანოვერს" დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდა. "დინამო თბილისის" წყალბურთელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათ ძლევამოსილ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. მატჩი "დინამო თბილისის" უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა "ვასპო98 ჰანოვერის" წყალბურთელებმა უკანასკნელ (4) ტაიმში დაწინაურება შეძლეს და საბოლოოდ შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა. 22 აპრილს, უმოტივაციოდ დარჩენილი "დინამო თბილისი" "ფერენცვაროშთან" დამარცხდა. LEN Champions League-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე, მესამე ეტაპის 5 საუკეთესო გოლი დასახელდა. საუკეთესო ხუთეულში მეოთხე ადგილი "დინამო თბილისის" ლეგიონერის - იოვან სარიჩის მიერ, მესამე ეტაპზე, "ფერენცვაროშის" კარში გატანილმა გოლმა დაიკავა.

სხვა სტატიები