Belive

ლევან ყენია ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია სამშობლოში დაბრუნდა. 28 წლის ფეხბურთელი თბილისის "საბურთალოს" რიგებში იასპარეზებს. ყენიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. თბილისური კლუბის მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იქნება. ლევან ყენია სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", ლვოვის "კარპატის", "დიუსელდორფისა" და პრაღის "სლავიას" რიგებში თამაშობდა. ბოლოს ის ლუქსემბურგული "დუდელანჟის" ღირსებას იცავდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყენიას დებიუტი 2007 წელს შედგა. მან ეროვნულ გუნდში 29 თამაში ჩაატარა და 4 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები