Belive

ლიონელ მესიმ შესაძლოა 12 მატჩი გამოტოვოს

3 წლის წინ სხვა
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ შესაძლოა 12 მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს. ​არგენტინელი თავდამსხმელი ესპანეთის სუპერთასის წაგებულ ფინალურ შეხვედრაში ბილბაოს "ატლეტიკის" (1:2) წინააღმდეგ, ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო. 6 ოქროს ბურთის მფლობელი საკლუბო კარიერაში პირველად მას მერე გააძევეს, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა. ლეო მესის ეპიზოდს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდა, რომ მან უბურთოდ მყოფ მოთამაშეს ფეხი აგრესიულად ჩაარტყა, ის 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციას მიიღებს. ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში, ბასკებმა დამატებით დროში კატალონიელებს - 3:2 მოუგეს. "ბარსას" მხრიდან დუბლი ანტუან გრიზმანმა შეასრულა, ბილბაოს მაისურით კი გოლები ინიაკი უილიამსმა, ასიერ ვილალიბრემ და ოსკარ დე მარკოსმა გაიტანეს.  

სხვა სტატიები