Belive

Live.ge საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მედია პარტნიორი გახდა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
2019 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციასა და სპორტულ მედია პორტალ Live.ge-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. შესაბამისი მედიაპროდუქტების შექმნის და გაშუქების გზით ეტაპობრივად მოხდება სპორტსმენთა მოტივაციისა და ცნობადობის ამაღლება, შიდა და საერთაშორისო ღონისძიებების მაქსიმალური პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სპორტული აქტივობების მიმართ ინტერესის გაზრდა, საზოგადოების მეტი ჩართულობა ძიუდოს აქტივობებში. შეთანხმება 1 წლიანია და მოიცავს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადასაც, სადაც საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ასე რომ სულ მალე Live.ge-ზე ძიუდოს შესახებ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია განთავსდება და საინტერესო პროექტებიც დაიწყება.

სხვა სტატიები