Belive

ლივერპული კოტ-დ'ივუარელ ფეხბურთელში £60 მილიონს იხდის

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ფრანგული სპორტული მედიის ცნობით, "ლივერპული" ფრანგული "ლილის" თავდამსხმელში, ნიკოლა პეპეში სოლიდურ თანხას, £60 მილიონს იხდის. მიმდინარე სეზონში აფრიკელი ტალანტი მართლაც შესანიშნავად თამაშობს - 19 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე გამართულ 36 შეხვედრაში 20 გოლის გატანა და 12 ასისტის გაკეთება შეძლო. ცნობილია, რომ პეპეს შეძენა გასულ წელს ლონდონის "არსენალსა" და "ჩელსის" სურდათ, მაგრამ ფრანგებმა მისი დატოვება 1 წლით შეძლეს. თუმცა Telefoot-თან საუბრისას, "ლილის" პრეზიდენტმა, ხერარდ ლოპესმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ტალანტი გუნდს ზაფხულში დიდი ალბათბით დატოვებს.

იხილეთ ნიკოლას პეპეს საუკეთესო მომენტები მიმდინარე სეზონში

სხვა სტატიები