“ლივერპული” მალე ახალ ბაზაზე ივარჯიშებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მერსისაიდელებმა Twitter-ში გაავრცელეს ვიდეო, სადაც მათი ახალი საწვრთნელი ბაზის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ჩანს.
ცნობილია, რომ “ლივერპული” ბინას კირკბიში დაიდებს, სადაც გუნდი ნოემბრის შუა რიცხვებში გადაბარგდება. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, “წითლები” “მელვუდში” ვარჯიშობენ.
“მოხარულები ვართ, რადგან კომპანია AXA-სთან ჩვენი პარტნიორობა გავაფართოვეთ. ამ კომპანიამ კირკბიში ჩვენი ახალი ბაზა ააშენა და თანამედროვე ობიექტიც ამ სახელით იქნება ცნობილი”, – წერს გუნდის პრესსამსახური.
We’re delighted to expand our partnership with @AXA to include the naming rights of our new Training Centre in Kirkby 🙌
The state-of-the-art facility will be officially known as the @AXA Training Centre and marks our first training complex naming partner.#KnowYouCan | #AXA pic.twitter.com/XYCZtKCgt7
— Liverpool FC (@LFC) October 27, 2020
ახალ ბაზაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ იქ ახალგაზრდა ფეხბურთელები ვარჯიშობენ და ისინი მთავარ გუნდთან ახლო კონტაქტში იქნებიან.
6 ტურის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში 13 ქულით, თანაქალაქელ “ევერტონთან” ერთად ლიდერობს.