Belive

ლივერპულის წინასასეზონო ფიტნეს ტესტების გამარჯვებული კვლავ 33 წლის ჯეიმს მილნერი გახდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
2020 წლის იანვარში ჯეიმს მილნერი 34 წლის გახდება - თუმცა მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. "ლივერპულის" წინასასეზონო სავარჯიშო პროცესი რამდენიმე დღის წინ განახლდა. "მელვუდის" სავარჯიშო ბაზაზე შეკრებილი ფეხბურთელები შვებულების შემდეგ, ფორმის აღდგენაზე ვარჯიშობენ - თუმცა ჯეიმს მილნერმა ყველას გაოცება შეძლო. წინასასეზონო ფიტნეს ტესტების გამარჯვებული კვლავს ჯეიმს მილნერი გახდა. ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის მიერ ნაჩვენებმა რეზულტატმა "ლივერპულის" გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია.

სხვა სტატიები