Belive

ლივერპულმა შესაძლოა დე ლიხტი ვან დაიკს შეუწყვილოს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" მცველის, მატეის დე ლიხტის გადაბირებით "ლივერპული" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური წყაროები ავრცელებენ. Golden Boy 2018-ის გამარჯვებული 19 წლის ცენტრალური მცველი უკვე "აიაქსის" კაპიტანია და ამ ასაკში თავის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" უკაპიტნა. "ვან დაიკს TOP ლიგაში თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, მის გვერდით თამაში ნებისმიერ მოთამაშეს ძალიან დაეხმარება. ამას მე ჰოლანდიის ნაკრების თამაშის დროსაც ვამჩნევ," - განაცხადა დე ლიხტმა Goal.Com-თან საუბარში.    

სხვა სტატიები